გვარდიოლა უსახლკაროთა ტურნირს დაესწრო
გვარდიოლა უსახლკაროთა ტურნირს დაესწრო

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, მოულოდნელად, უსახლკაროთა საფეხბურთო ტურნირს დაესწრო, რომელიც ქალაქ მანჩესტერში იმართებოდა, – წერს ტელეკომპანია „ბიბისი“ (BBC).

ეს ტურნირი ცხრა წლის წინ დააარსა „გადარჩენის არმიამ“ – საერთაშორისო ქრისტიანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც მოწოდებულია ღარიბი და უსახლკარო ადამიანების დახმარებისთვის. ტურნირში მონაწილეობდა 25 გუნდზე მეტი. ბევრი მონაწილე ფეხბურთელი ცხოვრობს ჰოსტელებში, რომლებიც „გადარჩენის არმიას“ ეკუთვნის.

ტურნირს ასევე დაესწრო „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი მარკ ლოურენსონი, რომელიც დღეისათვის „ბიბისის“ ექსპერტად მუშაობს.