გვარდიოლა - თუ „სიტის“ პრემიერლიგიდან გარიცხავენ, გუნდში დავრჩები და მომავალ წელს ისევ დავბრუნდებით #1TVSPORT
„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. „სიტის“ სასამართლო ფინანსურ მაქინაციებს ედავება და არსებობს ალბათობა, რომ გუნდს პრემიერლიგიდან დააქვეითებენ. ჟურნალისტის შეკითხვას, რა მოხდება, თუ „ქალაქელებს“ პრემიერლიგიდან გარიცხავენ, გვარდიოლამ უპასუხა:
„აქ დავრჩები, მუშაობას გავაგრძელებთ და მომდევნო წელს კვლავ პრემიერლიგაში დავბრუნდებით“.
„მანჩესტერ სიტის“ 2009-2018 წლებში 115-ზე მეტ ფინანსურ დარღვევაში ადანაშაულებენ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება 2025 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მანჩსტერ სიტი“ 23 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა.