გვარდიოლა ტიტულებით მოურინიოს დაეწია
გვარდიოლა ტიტულებით მოურინიოს დაეწია

ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ პენალტების სერიაში „ჩელსის“ აჯობა.

„სიტის“ ესპანელი დამრიგებლისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის ეს ტიტული მწვრთნელის რანგში 25-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ის დაეწია თავის ყველაზე პრინციპულ კონკურენტს ჟოზე მოურინიოს, რომელიც, ამჟამად, უმუშევარია.

თანამედროვეობის მწვრთნელებს შორის, ტოპ5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან მესამე ადგილზეა კარლო ანჩელოტი – 20 ტიტული.