გვარდიოლა - „სიტის“ შეიძლება იგივე დაემართოს, რაც „ლივერპულს“
გვარდიოლა - „სიტის“ შეიძლება იგივე დაემართოს, რაც „ლივერპულს“

პეპ გვარდიოლამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ინგლისის პრემიერლიგის განვლილი ტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერლიგაში ჯერ ყველაფერი წინაა და „სიტის“ ზუსტად იგივე შეიძლება დაემართოს, რაც „ლივერპულს“.

„ლივერპული“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც მე მინახავს. მათ „ენფილდზე“ არაჩვეულებრივი წაუგებელი სერია ჰქონდათ. ისინი 2-3 სეზონის განმავლობაში საკუთარ მოედანზე გუნდებს ანადგურებდნენ. შემდეგ კი სრულიად უმიზეზოდ ზედიზედ სამი მატჩი წააგეს. რა თქმა უნდა, იგივე შეიძლება ჩვენც დაგვემართოს“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ესპანელმა სპეციალისტმა „სუონსის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისის ჩემპიონშიფის დონე ხანდახან ტოპ ევროპულ ჩემპიონატებსაც აღემატება:

ჩემპიონშიფი მარტივი ჩემპიონატი არაა, ხანდახან ის სხვა ტოპ ევროპულ ჩემპიონატებზე ძლიერიცაა. ჩვენ გვესმის, როგორი რთული იქნება თამაში, ჩვენ ამას მაშინ მივხვდით, როცა ვნახეთ ვის ვხვდებოდით.“

ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალური დაპირისპირება „სუონსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის დღეს, 10 თებერვალს გაიმართება.