Gazzetta dello Sport – გვარდიოლა, შეიძლება, იტალიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა მთავარ კანდიდატად მიიჩნევა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – იტყობინება გამოცემა Gazzetta dello Sport-ი.
წყაროს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კანდიდატთა სიაში სამი პრეტენდენტია მთავარ მწვრთნელის თანამდებობაზე. გვარდიოლას გარდა, ესენი არიან რობერტო მანჩინი, რომელმაც ეროვნულ გუნდს ევრო 2020 მოაგებინა და ანტონიო კონტე, რომელიც „სკუადრა აძურასთან“ 2014-16 წლებში მუშაობდა. თუმცა ეს იტალიელი სპეციალისტები არ მიიჩნევიან ვაკანტურ პოსტზე ფავორიტებად.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებში ადმინისტრაციული გადაადგილებები მოხდა მას შემდეგ, რაც გუნდი ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. აპრილში გადადგა მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო. ასევე, პოსტები დატოვეს ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯანლუიჯი ბუფონმა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ.
11 ივლისს ნაკრების ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე დაინიშნა.