გვარდიოლა – „ოლდ ტრაფორდზე“ ქულის აღება კარგი შედეგია

16:01, 13.12.2020

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერული დერბი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი „იუნაიტედს“ დაუპირისპირდა.

მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ სტადიონ „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და თანაქალაქელმა გუნდებმა ნულოვანი ფრე ითამაშეს – 0:0.

„რა თქმა უნდა, გამარჯვება მსურდა, მაგრამ ეს „ოლდ ტრაფორდზე“ მოხდა, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, – ციტირებს „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს „გოლი“ (Goal), – მეტოქე ძალიან სახიფათოდ გვიტევდა, თუმცა ჩვენც კარგად ვითამაშეთ.

მოხვიდე აქ, „ოლდ ტრაფორდზე“ და ფრე ითამაშო, კარგი შედეგია. თუმცა, ვაცნობიერებ, რომ „მანჩესტერ სიტისგან“ ყოველთვის უმაღლეს შედეგებს ელიან“, – ამბობს გვარდიოლა.

მსგავსი