გვარდიოლა - მთელი გუნდი და კლუბი ზინჩენკოს გვერდით დგას [ვიდეო] #1TVSPORT
გვარდიოლა - მთელი გუნდი და კლუბი ზინჩენკოს გვერდით დგას [ვიდეო] #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მისი გუნდის უკრაინელ ლეგიონერზე, ალეკსანდრ ზინჩენკოზე ისაუბრა.

„ის ნერვიულობს. თქვენ როგორ იგრძნობდით თავს, როდესაც ქვეყანაში, სადაც დაიბადეთ, სადაც თქვენი ოჯახი და მეგობრები ცხოვრობენ, უდანაშაულო ხალხს ხოცავენ?

მას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა აქვს და ეს ბუნებრივია. ის ძლიერი ბიჭია. რთული მდგომარეობის მიუხედავად, მან გუშინ და დღეს შესანიშნავი ვარჯიში ჩაატარა და სათამაშოდ მზად არის“, – განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა.