გვარდიოლა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
გვარდიოლა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილია მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას მუშაობით და აპირებს გაახანგრძლივოს თანამშრომლობა ესპანელთან.
როგორც გაზეთი Sunday Mirror წერს, გვარდიოლას შესთავაზებენ ახალ კონტრაქტს, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მისი მიხედვით, ესპანელი სპეციალისტი წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს და გახდება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი.

გვარდიოლას მიმდინარე ხელშეკრულება “სიტისთან” 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ხელფასი კი წელიწადში 17 მილიონ ევროს შეადგენს.

“მანჩესტერ სიტის” თითქმის გარანტირებული აქვს ინგლისის ჩემპიონობა, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული აქვს “ლივერპულთან” მეოთხედფინალის პირველი მატჩი (0:3).