გვარდიოლა - მენდის შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდეს
გვარდიოლა - მენდის შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდეს

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თქმით, ბენჯამინ მენდის შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდეს, თუ ფეხბურთზე უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული.

„მენდით უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ და არც იმისთვის ვარ აქ, რომ მისი მენტალობა შევცვალო. ის ისეთია, როგორიც არის და, როცა გუნდში მოგვყავდა, ეს კარგად ვიცოდით. ვარჯიშის დროს ის ყოველთვის ფოკუსირებულია და კარგად მუშაობს, მაგრამ ზედმეტად არის ჩართული სოციალურ მედიაში. ჩვენ მას ამაზე უკვე ვესაუბრეთ, მაგრამ მე მისი მამა არა ვარ“, – აცხადებს გვარდიოლა.

ბენჯამინ მენდის ტრავმის გამო ორი თვე გაუცდა, ახლა კი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მოსალოდნელია, რომ ბარტონ ალბიონის წინააღმდეგ ლიგის თასის მატჩში მოედანზე იქნება.