გვარდიოლა - მე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ
გვარდიოლა - მე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მთავარ მიზანი დაასახელა, რომელიც მიმდინარე სეზონზე დაისახა.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები 26 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8  ფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან.

„მე მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports. – მე ამაზე ვოცნებობ და მოუთმენლად ველი „რეალთან“ შეხვედრას.

უახლოეს ორ კვირას სწორედ ამ მატჩისთვის მომზადებას მოვანდომებ და ეს პერიოდი იქნება ყველაზე ბენდიერი ჩემს კარიერაში.

თუ ვერ გავიმარჯვებთ, სპორტულმა დირექტორმა შესაძლოა, მითხრას: „ეს ცუდია, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდოდა, მე თქვენ დაგითხოვთ.“