გვარდიოლა - მცირე შესვენება ინგლისის ჩემპიონატში ყველასთვის კარგია
გვარდიოლა - მცირე შესვენება ინგლისის ჩემპიონატში ყველასთვის კარგია

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის ჩემპიონატში ზამთრის შესვენების მოახლოებულ პერიოდზე ისაუბრა.

„ჩვენ წინ თამაში გველოდება, შემდეგ კი შესვენება. მერე, როცა დავბრუნდებით, მომავალი მატჩებისთვის მოვემზადებით. მცირე პაუზა ინგლისის ჩემპიონატის ყველა კლუბისთვის კარგია, რომ აღდგენილი ძალებით გულშემატკივარს უკეთესი თამაში ვაჩვენოთ“, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს მისივე ოფიციალური პრესსამსახური.

უახლოეს შეხვედრას გვარდიოლას შეგირდები ხვალ, ცხრა თებერვალს „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ გამართავენ. მომდევნო მატჩი „მანჩესტერ სიტის“ 22 თებერვალს „ლესტერთან“ ექნება.

მიმდინარე სეზონში გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მეორე ადგილზეა და ტურნირის ლიდერ „ლივერპულს“ 22 ქულით ჩამორჩება.