გვარდიოლა - მარსელო ბიელსა უნიკალური მწვრთნელია
გვარდიოლა - მარსელო ბიელსა უნიკალური მწვრთნელია

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „ლიდს იუნაიტედის“ არგენტინელ დამრიგებელ მარსელო ბიელსას შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

„ბიელსამ საოცარი სამუშაო გასწია. „ლიდსი“ გასულ სეზონში განსაკუთრებული იყო, თუმცა პრემიერლიგაში გასვლა ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, გუნდმა აჩვენა ხასიათი და წელს წარმატებას მოაღწია. ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია „ჩემპიონშიპის“ მოგება და პრემიერლიგაში გადასვლა, ამიტომ მათ გულწრფელად ვულოცავთ. მე არ მითამაშია ბიელსას ხელმძღვანელობით, ამიტომ მის შესახებ ბევრს ვერაფერს ვილაპარაკებ, თუმცა ბევრი რამ მსმენია სხვა ფეხბურთელებისგან. ის მილიონობით მოთამაშისთვის გახდა შთაგონების წყარო. მარსელო უნიკალური მწვრთნელია“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები „გოლს“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის რანგით მეორე ლიგაში მარსელო ბიელსას გუნდს სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 90 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ვესტ ბრომვიჩს“ რვა ქულით უსწრებს.