გვარდიოლა მარადონაზე - მნიშვნელოვანია არა ის, რა გაუკეთა თავს, არამედ, რაც ჩვენთვის გააკეთა
გვარდიოლა მარადონაზე - მნიშვნელოვანია არა ის, რა გაუკეთა თავს, არამედ, რაც ჩვენთვის გააკეთა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გამოეხმაურა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

„ერთი წლის წინ არგენტინაში ვნახე ბანერი, სადაც ეწერა – „მნიშვნელობა არ აქვს, რა გაუკეთე საკუთარ თავს, დიეგო. მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენი ცხოვრებისათვის გააკეთე”. ვფიქრობ, ეს შესანიშნავად ასახავს იმას, რაც მან მოგვცა. სიხარული, სიამოვნება და მსოფლიო ფეხბურთისადმი ერთგულება. მარადონამ ფეხბურთი უკეთესი გახადა“, – განაცხადა გვარდიოლამ Sky Sports-თან ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი