გვარდიოლა - „მანჩესტერს“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს #1TVSPORT
გვარდიოლა - „მანჩესტერს“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართება, რომელშიც „იუნაიტედი“ „სიტის“ უმასპინძლებს.

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის ლიდერების მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:

„ატალანტასთან“ მათი შეხვედრა ჯერ არ მინახავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვნახავ და გავაანალიზებ, რომ გავარკვიო, რამდენად კარგად თამაშობენ, – ციტირებს ESPN გვარდიოლას სიტყვებს.

მათ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ – გოლების მანქანა. გულშემატკივრები გაბრაზდნენ, როცა ვთქვი, რომ „ბრიუგესთან“ მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ახლა კი ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა „იუნაიტედთან“ გველოდება.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „სიტი“ მესამე ადგილზეა, „იუნაიტედი“ კი მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.