გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს
გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა განწყობილია – სერიოზული ცვლილებები შეიტანოს შემადგენლობაში და გუნდის საწვრთნელ შტაბში კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში.

იტყობინებიან, რომ „რადიკალურ“ ცვლილებებში იგულისხმება, მაგალითად, სამი მოთამაშის შეძენა ცენტრალური და მარცხენა მცველის პოზიციაზე, აგრეთვე, ახალი ფორვარდის დამატება ლერო სანეს წასვლის შემთხვევაში. გარდა ამისა, გვარდიოლას უნდა საწვრთნელი შტაბის გაძლიერება „არსენალში“ მიკელ არტეტას წასვლის შემდეგ.

ამასთან, „მანჩესტერ სიტი“ დარწმუნებულია, რომ გვარდიოლა შეასრულებს თავისი კონტრაქტის ყველა პირობას. ესპანელი სპეციალისტის მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურება.