გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ, MLS-ში გადავა სამუშაოდ #1TVSPORT
გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ, MLS-ში გადავა სამუშაოდ #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, შესაძლოა, „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) წავიდეს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

როგორც გაზეთი „სანი“ წერს, უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც გვარდიოლა გარკვეული დროის შემდეგ ნიუ იორკში გადავა და სათავეში ჩაუდგება „მანჩესტერ სიტის“ შვილობილ კლუბს – „ნიუ იორკ სიტის“. ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულში იწურება.

„კარიერის განმავლობაში ბევრი დრო გავატარე ნიუ იორკში. ეს არის ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს და მქონდა ბედნიერება მრავალი წლის განმავლობაში პირადად მეხილა ნიუ იორკის მაცხოვრებელთა დიდი ინტერესი ფეხბურთის მიმართ“, – განაცხადა გვარდიოლამ.

2012 წელს, „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ, გვარდიოლამ ნიუ იორკში გაატარა შვებულება, სანამ მიიღებდა მიუნხენის „ბაიერნის“ წინადადებას.