გვარდიოლა - „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იმსახურებს
გვარდიოლა - „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იმსახურებს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ უეფა მის გუნდს ევროთასებზე თამაშის უფლებას მისცემს.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მოედანზე უამრავ შესაძლებლობას ქმნის და შედეგ მათ რეალიზებას ახერხებს, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს  Goal. – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გავიარეთ და ეს გუნდისთვის მინიმალური მოთხოვნა იყო.

თამაშის უფლება მოედანზე ბრძოლით მოვიპოვეთ. იმედი მაქვს, რომ უეფა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და „სიტის“ ფეხბურთელებს მომავალ სეზონში ევროთასებზე თამაშის უფლებას მისცემს. ჩვენი მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას იმსახურებენ“.