გვარდიოლამ „ლივერპულს“ თავის კარიერაში ყველაზე ძლიერი მეტოქე უწოდა
გვარდიოლამ „ლივერპულს“ თავის კარიერაში ყველაზე ძლიერი მეტოქე უწოდა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაასახელა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში შეხვედრია.

„ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ბოლო ორი წლის „ლივერპულია“, თან ის სხვებს დიდი უპირატესობით უსწრებს. მათ ყველა რეკორდი დაამხეს და ძალიან ძლიერები არიან ტაქტიკის მხრივ. როცა შენ ცდილობ მასზე დომინირებას, ისინი ყველაზე კარგად პოულობენ სივრცეს.

„ლივერპულის“ ფეხბურთელები ძალიან ჭკვიანები არიან. ამ გუნდის წინააღმდეგ მატჩებამდე ყველაზე ბევრს ვფიქრობ, როგორ უნდა მოვიგო მატჩი“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „ლივერპულმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის პრემიერლიგა.