გვარდიოლა - „ლივერპულს“ შეუძლია „სიტის“ დაეწიოს
გვარდიოლა - „ლივერპულს“ შეუძლია „სიტის“ დაეწიოს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ „ლივერპული“ კვლავ შეიძლება დაეწიოს მათ.

მერსესაიდული გუნდი „ლესტერთან“ განცდილი მარცხის შემდგომ 13 ქულით ჩამორჩა „ქალაქელებს“. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვარდიოლას გუნდმა კიდევ ერთი მარტივი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად მათ „ტოტენჰემი“ 3:0 დაამარცხეს.

„რაც ვნახე „ლესტერის“ წინააღმდეგ მაქედან თუ ვიმსჯელებთ, „ლივერპულს“ დაწევის შანსი აქვს, მაგრამ ჩვენც უნდა წავაგოთ მატჩები. ეს იგივე „ლივერპულია“, რასაც უკვე რამდენიმე წელია ვუყურებთ. შეიძლება საჯარიმოში ისეთი კარგები არ არიან როგორებიც იყვნენ, მაგრამ მათ თამაშის მაღალი ხარისხი აქვთ“, – ისაუბრა გვარდიოლამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.