გვარდიოლა ლეონ ბეილისთან მოლაპარაკებას აწარმოებს
გვარდიოლა ლეონ ბეილისთან მოლაპარაკებას აწარმოებს

„ლევერკუზენის“ ფეხბურთელი ლეონ ბეილი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა „მანჩესტერ სიტის“ რიგებს შეუერთდეს, – იუწყება Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის მთავარი წვრთნელი 22 წლის იამაიკელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას პირადად მართავს.

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები ლეროი სანეს შემცვლელს ეძებენ, რადგან ამ უკანასკნელს აღარ სურს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული მხარე ლეონ ბეილის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.