გვარდიოლა - ხალხი უკვე ივიწყებს უკრაინას, ზინჩენკო კი ამით ყოველდღე ცხოვრობს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ უკრაინელმა მცველმა ალექსანდრ ზინჩენკომ პრემიერლიგის ბოლო ტურში „უოტფორდის“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი. „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შეაქო უკრაინელი ფეხბურთელი, რომელსაც ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას.
„ალექსს რთული პერიოდი აქვს. უმძიმესია ის, რაც ახლა მის ქვეყანაში ხდება, სადაც მისი ახლობლები ცხოვრობენ. ხალხს უკვე ავიწყდება უკრაინა, ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ამ თემაზე, აღარ არის დროშები მათ მხარდასაჭერად, ზინჩენკო კი ამით ყოველდღე ცხოვრობს.
ეს ძალიან რთული პერიოდია პირადად მისთვის, მაგრამ მან ხარისხიანად ითამაშა და შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. ის ყოველთვის კონცენტრირებულია და მას აფასებენ გასახდელში“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გვარდიოლამ.