გვარდიოლა - ჯერ „ოქროს ბურთს“ მესის მისცემენ, შემდეგ VAR-ით შეამოწმებენ და ვან დეიკს გადასცემენ
გვარდიოლა - ჯერ „ოქროს ბურთს“ მესის მისცემენ, შემდეგ VAR-ით შეამოწმებენ და ვან დეიკს გადასცემენ

ინგლისის ჩემპიონის „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ საკუთარი აზრი გამოთქვა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, თავდაპირველად, ისინი „ოქროს ბურთს“ მისცემენ მესის. შემდეგ დასახმარებლად VAR-ს მიმართავენ და პრიზს ვან დეიკს გადასცემენ“, – იხუმრა ესპანელმა სპეციალისტმა.

2019 წელს „ოქროს ბურთის” ძირითად პრეტენდენტებად მიიჩნევიან: ლიონელ მესი („ბარსელონა“), ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული“) და კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“).

ესპანურ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ წელს „ოქროს ბურთს“ კარიერაში მეექვსედ ლიონელ მესი მოიგებს.