გვარდიოლა ინგლისში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია ყველა სპორტში
გვარდიოლა ინგლისში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია ყველა სპორტში

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია ინგლისში სპორტის ყველა სახეობას შორის.

გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, ესპანელის ხელფასი შეადგენს წელიწადში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს. მეორე ადგილზეა „ტოტენჰემის“ დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო (8.5 მილიონი), მესამეზე – ოლე-გუნარ სოლსკიაერი („მანჩესტერ იუნაიტედი“, 7.5 მილიონი).

პირველ ხუთეულში შედიან „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და ფორმულა 1-ის გუნდის „მერსედესის“ აღმასრულებელი დირექტორი ტოტო ვოლფი. ორივეს 7-7 მილიონი დოლარი აქვს.

პირველი ათეულის ბოლო ადგილზეა რაგბიში ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი. მისი წლიური შემოსავალი 750 ათასი ფუნტია. მისი გუნდი 2 ნოემბერს, რაგბიში მსოფლიოს თასის ფინალს ითამაშებს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ.