გვარდიოლა – ჰალანდი მესისა და კრიშტიანოს დონეზეა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მორიგი გამარჯვების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შეაქო ფორვარდი ერლინგ ჰალანდი, რომელსაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე ნაკრებსა და კლუბში 28 გოლი დაუგროვდა.
„რასაც ერლინგი აკეთებს, ჰგავს იმას, როცა თამაშობ მესისთან ან კრიშტიანოსთან ერთად. მათი გავლენა ძალიან დიდია.
მიაღწია თუ არა მან ამ დონეს? გინახავთ ამ ბიჭის სტატისტიკა? რა თქმა უნდა, ციფრებით ის მათ დონეზეა – კრიშტიანოსა და მესის დონეზე. განსხვავება იმაშია, რომ ისინი ამას 15 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. მესი ჯერ კიდევ თამაშობს MLS-ში და ორ-სამ გოლს იტანს ყოველდღე. კრიშტიანო საუდის არაბეთშია – და იგივეს აკეთებს. მაგრამ ის ამ დონეზეა, და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა“, – განაცხადა გვარდიოლამ.