გვარდიოლა ფეხბურთელობისას „იუვენტუსში“ გადასვლაზე ოცნებობდა
გვარდიოლა ფეხბურთელობისას „იუვენტუსში“ გადასვლაზე ოცნებობდა

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან საუბრისას ერთი ძველი ისტორია გაიხსენა.

საქმე ისაა, რომ თურმე იგი ფეხბურთელობის პერიოდში „იუვენტუსში“ გადასვლაზე ოცნებობდა.

„ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში ტურინულ გრანდში გასავლაზე ვოცნებობდი, რადგან იქ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ზინედინ ზიდანი ასპარეზობდა. „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ ძალიან მინდოდა „იუვენტუსში“ გადაბარგება, მაგრამ ეს ფაქტი არ მოხდა. მაშინ ზიზუც წავიდა კლუბიდან და ჩემი ოცნება ოცნებად დარჩა“, – დაასრულა გვარდიოლამ.