გვარდიოლა - ერთხელ აუცილებლად გავალთ ნახევარფინალში, ჩვენ ეს დავიმსახურეთ
გვარდიოლა - ერთხელ აუცილებლად გავალთ ნახევარფინალში, ჩვენ ეს დავიმსახურეთ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაფასა მისი გუნდის მეოთხედფინალი „ლიონის“ (1:3) წინააღმდეგ.

„ერთხელ მაინც გავაღწევთ ნახევარფინალში. ხანდახან, უბრალოდ უნდა გაარღვიო ეს ბარიერი. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, გუნდმა ეს დაიმსახურა.

პირველი 20-25 წუთი ჩვენ ვერ ვახერხებდით შეტევისთვის თავისუფალი ზონების პოვნას. მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად იყო. ვგრძნობდი, რომ მეტოქეზე ძლიერები ვიყავით. მაგრამ ამ ტურნირზე იდეალურად თამაშია საჭირო.

ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. გადამწყვეტ მომენტებში ორივე საჯარიმო მოედანში ვცდებოდით.

იმედგაცრუებულნი ვართ. ახლა არდადეგებზე მივდივართ, შემდეგ კი ისევ დავიწყებთ ყველას ფორმაში მოყვანას“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.