გვარდიოლა - ერთი წელი გულშემატკივრების გარეშე ვითამაშეთ და ეს სულ სხვა ფეხბურთი იყო #1TVSPORT
გვარდიოლა - ერთი წელი გულშემატკივრების გარეშე ვითამაშეთ და ეს სულ სხვა ფეხბურთი იყო #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და ნულოვან ფრეს დასჯერდა.

„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

„როცა გუნდი ცუდად თამაშობს, ყველა მეტად გულშემატკივრები მეცოდებიან, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს The Guardian. – ისინი შოუს სანახავად მოდიან და სურთ, რომ ფეხბურთით დატკბნენ. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს საქმიანობა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე, როცა გუნდი კარგად ვერ თამაშობს.

გულშემატკივრების რაოდენობას არადროს ვუჩივი. 85-100 ადამიანიც რომ მოვიდეს, მე მადლიერი ვიქნები. მთელი წელი გულშემატკივრების გარეშე ვთამაშობდით და ეს სულ სხვა ფეხბურთი იყო. მადლობა, რომ ჩვენს თამაშებს ესწრებით!“, – განაცხადა „სიტის“ დამრიგებელმა.