გვარდიოლა - ცენტრალური თავდამსხმელი არ გვყავს, ამიტომ, გოლები მთელ გუნდს გააქვს #1TVSPORT
გვარდიოლა - ცენტრალური თავდამსხმელი არ გვყავს, ამიტომ, გოლები მთელ გუნდს გააქვს #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „ლესტერს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 0:1.

„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩატარებული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მის გუნდს ცენტრალური ფორვარდი არ ჰყავს, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

„ლესტერთან“ სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია და ჩვენ ეს ვიცით, – ამბობს გვარდიოლა. – ჩვენმა მეტოქემ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და ცდილობს, რომ პრემიერლიგის საუკეთესო გუნდებს შორის დაიმკვიდროს ადგილი.

სწორად ვითამაშეთ ამ შეხვედრაში და მოწინააღმდეგე ვაიძულეთ, ბევრი ერბინა. მახარებს მომენტების რაოდენობა, რომელსაც ვქმნით.  რა თქმა უნდა, უფრო მეტ გოლს ვისურვებდი, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ბოლო 11 გოლი „სიტიდან“ ცხრა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. ჩვენ არ გვყავს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი, ამიტომ გოლები მთელ გუნდს გააქვს“.