გვარდიოლა არ გამორიცხავს, რომ ინგლისში საფეხბურთო ტურნირები ისევ შეწყდეს
გვარდიოლა არ გამორიცხავს, რომ ინგლისში საფეხბურთო ტურნირები ისევ შეწყდეს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.

„გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა უნდა მიიღოს, რადგან მდგომარეობა ყველგან უარესდება, –  მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები „გოლს“. – ვირუსი ისევ მძვინვარებს, ამბობენ, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ.

საფეხბურთო სამყარო გამონაკლისი არ არის და ვერც დანარჩენი საოზგადოებისგან განყენებულად იარსებებს. მაგალითად, როცა რესტორნების დახურვის გადაწყვეტილებას იღებენ, გამონაკლისი ვერც საფეხბურთო ტურნირები იქნება.

მე კი მსურს, რომ ჩემი ოჯახი, მეგობრები, მთელი ინგლისი და დიდი ბრიტანეთი უსაფრთხოდ იყოს“, – აცხადებს „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი.