გვარდიოლა აგუეროს შემცვლელად ჰალანდს განიხილავს
გვარდიოლა აგუეროს შემცვლელად ჰალანდს განიხილავს

პეპ გვარდიოლას ერლინგ ჰალანდის „მანჩესტერ სიტიში“ გადაბირება სურს. „ქალაქელებს“ იმედი აქვთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ სეზონში პრემიერლიგის მოგებას მოახერხებენ, ნორვეგიელი ფეხბურთელის დათანხმებაც გაუმარტივდებათ.

Daily Star-ის ცნობით, ესპანელი სპეციალისტისთვის ჰალანდი მთავარ სამიზნეს წარმოადგენს და გვარდიოლა მას სერხიო აგუეროს შემცვლელად განიხილავს.

„სიტის“ 20 წლის ფეხბურთელის შეძენა, რაც შეიძლება მალე სურს. შესაბამისად პრემიერლიგის მოგება ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

ჰალანდმა ამ სეზონში „დორტმუნდის“ მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება „სიტის“, „ქალაქელები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. გვარდიოლას გუნდი 7 თებერვალს „ლივერპულის“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს.