გვანცა ზადიშვილმა პარაფარიკაობაში მერსინის საერთაშორისო ტურნირი მოიგო #1TVSPORT
თურქეთის ქალაქ მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა პარამოფარიკავემ, გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ზადიშვილი ფინალში მასპინძელი ქვეყნის პარაათლეტი შენაი გუნეი ანგარიშით 15:5 დაამარცხა.
რაპირით ასპარეზობაში კი გვანცამ მეორე ადგილი დაიკავა. იგი გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელ ჟენგ ჰუისთან დამარცხდა და შეჯიბრებაზე თავის მეორე მედალს დაეუფლა.