„გვახსოვს 7 ნოემბერი“ – რუსთაველზე აქცია გაიმართა [ფოტოამბავი]

17:36, 07.11.2018

თბილისში დღეს „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლების  მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის  დარბევა გაიხსენეს.

მოქალაქეები თავდაპირველად რუსთაველის თეატრში  შეიკრიბნენ, შემდეგ კი,  რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს.

მოგვიანებით, ოპერის წინ ორგანიზაცია „არა ნაციზმს“ წარმომადგენლები  შეიკრიბნენ და  პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყეს.

მსგავსი