გუსტაფსონის დამარცხების შემდეგ ჩაბარებულმა დოპინგ-ტესტმა წარმატებით ჩაიარა
გუსტაფსონის დამარცხების შემდეგ ჩაბარებულმა დოპინგ-ტესტმა წარმატებით ჩაიარა
მას შემდეგ, რაც ჯონ ჯონსმა ალექსანდრ გუსტაფსონი მესამე რაუნდში დაამარცხა, ფანები მოუთმენლად ელოდნენ მცირე მძიმე წონაში ახალი ჩემპიონის დოპინგ ტესტის შედეგებს. ჯონსის სისხლში არალეგალური ნივთიერება ამჯერად ვერ აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ ჯონი „ბოუნს“ ჯონსი ჩაგდებული დოპინგ ტესტის გულისთის 15 თვე აქტიურ სპორტს ჩამოშორებული იყო. მიუხედავად ამისა, ჯონსის ორგანიზმში კვლავ იქნა აღმოჩენილი ნივთიერება, რომელიც, ოფიციალური განმარტებით, მებრძოლის სისხლში დიდი ხნის მანძილზე დაილექა და ახლად მოხმარებულ ნივთიერებას არ წარმოადგენს.
ამ ამბის შემდეგ, გულშემატკივართა ნაწილი ჯონსის მიმართ უნდობლობით განეწყო და მოუთმენლად ელოდა UFC 232-ის დასრულებას. მათთვის საბედნიეროდ, ჯონსმა ტესტი წარმატებით ჩააბარა და უკვე მომდევნო ბრძოლისთვის ემზადება. სავარაუდოდ, ის ბრძოლას 2 მარტს, ლას-ვეგასში გამართავს და ტიტულის დასაცავად ენტონი სმიტს დაუპირისპირდება.

 

დატოვე კომენტარი