გურჯაანის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
გურჯაანის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქის 51-ვე საარჩევნო უბნის შედეგები ამ დროისთვის უკვე დათვლილია. საოლქო კომისიის მონაცემებით, რეგისტრირებული 52 350 ამომრჩეველიდან 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 27 982 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 56,48 პროცენტს შეადგენს.

ამ ოლქში 39,91 პროცენტით პირველ ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი (11 169 ხმა). მეორე ადგილზე 34,72 პროცენტით გრიგოლ ვაშაძეა. მას 9 714 ამომრჩეველმა მისცა ხმა. ხოლო მესამე ადგილი 4 615 ხმით, რაც ხმათა 16,49 პროცენტია, დავით ბაქრაძემ დაიკავა.

გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში სულ სამი საჩივარი დაიწერა. ორი მათგანი ადმინისტრაციულ დარღვევას შეეხება, ხოლო ერთი საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას.