„გურია“ სეზონისთვის ემზადება - ლანჩხუთელებმა ბირთვი შეინარჩუნეს
„გურია“ სეზონისთვის ემზადება - ლანჩხუთელებმა ბირთვი შეინარჩუნეს

ლანჩხუთის „გურია“ ახალი სეზონისთვის ემზადება. საფეხბურთო კლუბი ახალი სეზონისთვის გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე 20 იანვრიდან ვარჯიშობს.

კლუბის გვერდის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სასელექციო სამუშაოები. „გურიამ“ შეინარჩუნა ადგილობრივი კადრები – ვანო წილოსანი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკოლოზ ნარიაშვილი, სანდრო ბახია, ნიკა წერეთელი, დავით ბახია, ვახტანგ ტაბიძე. მათ გარდა გუნდში დარჩნენ ასევე ირაკლი ბაჯელიძე და თორნიკე კიკნაძე.

გუნდში დაბრუნდნენ რატი იმერლიშვილი („ბორჯომიდან“), გიგა ჭეიშვილი (ფოთის „კოლხეთიდან“) და თორნიკე მოსიაშვილი (მარტვილის „მერანიდან“). „გურიასთან“ ერთად ასევე ემზადებიან შოთა ფურცხვანიძე, ლაშა კუკულავა (ქუთაისის „ტორპედოდან“), ლევან პაპავა („გაგრადან“), ნიკოლოზ ყურშავიშვილი, გიორგი ებრალიძე („ცხინვალიდან“), გოგი გოგიჩაიშვილი, ზურაბ ენდელაძე (წყალტუბოს „სამგურალიდან“), ირაკლი ტაკიძე (ქედის „ბეთლემიდან“), ოთარ ტორაძე (ხობის „კოლხეთიდან“), ზაურ კალანდაძე (ოზურგეთის „მერცხალიდან“), ერეკლე მალაზონია (ქობულეთის „შუქურადან“), ნიკა კობაური, თორნიკე მეტრეველი („არაგვიდან“).