გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადა მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ასპარეზობს. ქართველმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი თუშიშვილი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

გურამის მეოთხედფინალში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ნახევარფინალში, სავარაუდოდ, მისი და ტურნირის მთავარი ფავორიტის, ფრანგი ტედი რინერის დაპირისპირებას ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.