გურამ თუშიშვილი ზაგრების „დიდი პრიზის“ გათამაშების ფინალში იჭიდავებს
გურამ თუშიშვილი ზაგრების „დიდი პრიზის“ გათამაშების ფინალში იჭიდავებს

ჭიდაობა ძიუდოში ზაგრებში მიმდინარე შეჯიბრის დასკვნით დღეს მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის ექსჩემპიონი გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში ჩილელ ფრანსისკო სოლისთან მოგების შემდეგ კი უზბეკი ოლთიბოევი დაამარცხა.

გურამ თუშიშვილმა 1/2 ფინალი იპონით აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს მოუგო. ევროპის ექსჩემპიონმა 1/2 ფინალში ვაზარით აჯობა უკრაინელ ხამოს, ოქროსთვის კი ებრაელ ორ სასონს დაეჭიდება.

დღესვე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ბრინჯაოს მედლისთვის 100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა ტაველური იჭიდავებს.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დამამშვიდებელ წრეში 46 წამში ბელარუსი მუკეტე წმინდად დაამარცხა და მედლისთვის აზერბაიჯანელ მამადოვს დაუპირისპირდება.