გურამ თუშიშვილი ზაგრების „დიდი პრიზის“ გათამაშების ჩემპიონია [ვიდეო]

ჭიდაობა ძიუდოში ზაგრებში მიმდინარე შეჯიბრის დასკვნით დღეს მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლისთვის პაექრობა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს იპონით მოუგო.

გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში ჩილელ ფრანსისკო სოლისთან მოგების შემდეგ კი უზბეკი ოლთიბოევი დაამარცხა.

გურამ თუშიშვილმა 1/2 ფინალი იპონით აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს მოუგო. ევროპის ჩემპიონმა 1/2 ფინალში ვაზარით აჯობა უკრაინელ ხამოს დამარცხება შეძლო.