გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემს გამოტოვებს #1TVSPORT
გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემს გამოტოვებს #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გურამ თუშიშვილი თბილისში დაგეგმილ ძიუდოისტთა გრანდ სლემის გათამაშებას გამოტოვებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრი, მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემის გათამაშებაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ იასპარეზებს.

მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილს ლევან მატიაშვილი შეცვლის.

28 წლის ლევან მატიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელია, ამას გარდა ის ევროპის გუნდური ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონია.

თბილისის გრანდ სლემზე მძიმე წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილის გარდა გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე და გიორგი ქავთარაძე იჭიდავებენ.