გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია
გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), დიუსელდორფის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ლიდერობა გურამ თუშიშვილს დაუთმო.

ვაჟთა საერთო ჩათვლაში 10 საუკეთესო ძიუდოსტს შორის, საქართველოს ნაკრების ოთხი წევრია. გურამ თუშიშვილი 7752 ქულით რეიტინგის ლიდერია. მეორე ადგილზე 7477 ქულით ვარლამ ლიპარტელიანი იმყოფება.

საუკეთესო სამეულში მოხვდა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელსაც 7042 ქულა აქვს. მეოთხე ადგილი კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტს რობერტ მშიდობაძეს ერგო, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს. 5701 ქულით მე-7 ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი. საუკეთესო ათეულში მეათე პოზიციას 5696 ქულით ლაშა შავდათუაშვილი იკავებს.