ექსკლუზივი უზბეკეთიდან | გურამ თუშიშვილი - მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე შევეცდები შეცდომები გამოვასწორო და რაც ახლა დავაკელი, იქ ავინაზღაურო [ვიდეო] #1TVSPORT
ექსკლუზივი უზბეკეთიდან | გურამ თუშიშვილი - მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე შევეცდები შეცდომები გამოვასწორო და რაც ახლა დავაკელი, იქ ავინაზღაურო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა წევრმა გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ გურამმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:

„აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი მედალი მქონდა. ახლა უკვე მეორე მოვიგე. ძალიან მიხარია. ყველაფერი ისე არ გამომივიდა, როგორც ვგეგმავდი, მაგრამ დამარცხების შემდეგ უფრო მოვინდომე. ამხელა გზა ტყუილად ნამდვილად არ გამომივლია.

არავისთვის გვითქვამს, მაგრამ ტრავმა ორი კვირის წინ მივიღე. ექიმები ძალიან დამეხმარნენ. თუმცა, იმ კონდიციაში ვერ ვიყავი, როგორიც მინდოდა.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე შევეცდები შეცდომები გამოვასწორო და რაც ახლა დავაკელი, იქ ავინაზღაურო. იმედია, იქ ოქროსთვის ვიბრძოლებ“.