გურამ თუშიშვილი ფინალშია | გუანჯოუს შემაჯამებელი ტურნირი
გურამ თუშიშვილი ფინალშია | გუანჯოუს შემაჯამებელი ტურნირი

გუანჯოუს შემაჯამებელ ტურნირზე, ვარლამ ლიპარტელიანის შემდეგ, ფინალში კიდევ ერთი ქართველი გავიდა. 100+ კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა იაპონელი კოკორო კაგეურა დაამარცხა. თუშიშვილმა უკიდურესად პასიურ მეტოქეს სამი შიდო მიაღებინა და სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე საქართველომ უკვე მოიპოვა ერთი ვერცხლი (ამირან პაპინაშვილი – 60კგ) და ორი ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი – 66კგ, ლაშა შავდათუაშვილი – 73კგ).