გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

15:11, 31.08.2019

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მძიმეწონოსანი წევრი გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონელი ჰისაიოში ჰარასავასთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალამდე ჩატარებულ სამივე შეხვედრაში სუფთა გამარჯვება იზეიმა.

ბრინჯაოსთვის ქართველი ძიუდოისტი ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდება.

მსგავსი