გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებულია #1TVSPORT
გურამ თუშიშვილი ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებულია #1TVSPORT

თურქეთში დასრულებულ ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა ფინალში უზბეკ ალიშერ იუსუპოვს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ჩვენი სპორტსმენი ვაზარით მარცხდებოდა, მაგრამ კონცენტრაცია მოახდინა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

გურამი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია, იგი ასევე ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელია.

ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ფინალში კიდევ ერთმა ქართველმა, ლუკა მაისურაძემ იასპარეზა, რომელიც ოქროს მედლისთვის კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ანტალიაში პირველი ადგილის დაკავება 19 წლის გიორგი ტერაშვილმა (73კგ) შეძლო, მეორე ადგილზე კი ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გავიდა.