გურამ თოხაძის სახელობის ტურნირი 12 ოქტომბერს დაიწყება

12:20, 07.10.2019

გურამ თოხაძის საჩოგბურთო სკოლის კორტებზე 12 ოქტომბერს სტარტს აიღებს „გურამ თოხაძის საშემოდგომო პირველობა“.

ტურნირი ტარდება ერთეულთა თანრიგში 8-9, 11-12, 13-14 და 15-18 ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო წყვილთა თანრიგში 12-14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრება გაიმართება ოლიმპიური და წრიული სისტემით. კენჭისყრა 11 ოქტომბერს 17:00 საათზე შედგება.

მსგავსი