გურამ ქუთათელაძისა და მატეუშ გამროტის ბრძოლა ქარდის საუკეთესო დაპირისპირებად აღიარეს - ქართველი მებრძოლი ბონუსის სახით 50 000 დოლარს მიიღებს
გურამ ქუთათელაძისა და მატეუშ გამროტის ბრძოლა ქარდის საუკეთესო დაპირისპირებად აღიარეს - ქართველი მებრძოლი ბონუსის სახით 50 000 დოლარს მიიღებს

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა (UFC) მორიგი ქარდის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, საუკეთესო მებრძოლები გამოარჩია.

ბონუსები ($50 000) დღევანდელი ღონისძიების შემდეგ სულ ოთხ მებრძოლს ერგო. სასიხარულოა, რომ მათ შორის არის გურამ ქუთათელაძეც. „ქართველი ვიკინგისა“ და მატეუშ გამროტის დაპირისპირება ქარდის საუკეთესო ბრძოლად აღიარეს.

ბონუსები საუკეთესო პერფორმანსისთვის ასევე გადაეცათ ჯიმი კრუტსა და ჯესიკა ანდრადეს.