გურამ ქუთათელაძის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია
გურამ ქუთათელაძის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია

ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში რიგით მეორე ბრძოლას 14 მარტს გამართავს. „ქართველი ვიკინგის“ მეტოქე 30 წლის სამხრეთ აფრიკელი მებრძოლი დონ მადჯი იქნება. გურამის მეტოქეს შერეულ ორთაბრძოლებში სულ 12 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 9 დაპირისპირება მადჯის გამარჯვებით დასრულდა. ქართველის მეტოქემ ბოლოს 2015 წელს წააგო. UFC-ში მას სულ 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ორივე მოგებული.

რაც შეეხება გურამს, „ქართველი ვიკინგის“ რეკორდი ასე გამოიყურება – 12 მოგება და 2 მარცხი. ქუთათელაძე ბოლოს 2015 წელს დამარცხდა. UFC-ში სადებიუტო დაპირისპირება გურამმა მატეუშ გამროტთან ჩაატარა და პოლონელს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

აღსანიშნავია, რომ 14 მარტის ქარდზე ასევე იბრძოლებს გურამ ქუთათელაძის მეგობარი და გუნდელი ხამზატ ჩიმაევი, რომლის მეტოქე ლეონ ედვარდსი იქნება.