გურამ ქუთათელაძეს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა – „ქართველი ვიკინგი“ 14 მარტს ვერ იბრძოლებს

11:32, 09.02.2021

გურამ ქუთათელაძე UFC-ის ოქტაგონზე რიგით მეორედ 14 მარტს უნდა ასულიყო, სამწუხაროდ, ქართველი მებრძოლის დაპირისპირება სამხრეთ აფრიკელ დონ მაჯისთან აღარ შედგება.

„ქართველმა ვიკინგმა“ გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ქუთათელაძეს დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და ის 14 მარტის ბრძოლას ჩაეხსნა.

შეგახსენებთ, რომ გურამმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე მატეუშ გამროტთან ჩაატარა და მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. გურამს ამჟამად ზედიზედ 9 მოგება აქვს კარიერაში.

მსგავსი