გურამ ქუთათელაძემ მატეუშ გამროტი დაამარცხა და UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
გურამ ქუთათელაძემ მატეუშ გამროტი დაამარცხა და UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

შერეული ორთაბრძოლების მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ქართველების დომინაცია გრძელდება. გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა დაუმარცხებელი მატეუშ გამროტის (17-1) წინააღმდეგ დღეს ჩაატარა და რთული გამარჯვება იზეიმა.

გურამმა პირველი და მეორე რაუნდი მეტოქეზე უკეთ გამართა. მეორე ხუთწუთიან მონაკვეთში ქართველმა მებრძოლმა გამროტი ნოკდაუნშიც კი გაუშვა. მესამე რაუნდი პოლონელმა მიცირე უპირატესობით მოიგო, თუმცა, საბოლოოდ მსაჯების უმრავლესობამ ქუთათელაძის გამარჯვება დააფიქსირა (29-28, 28-29 და 28-29)

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ქართველი მებრძოლები UFC-ში დაუმარცხებლად ასპარეზობენ. 10 გამარჯვება და არც ერთი მარცხი.