გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება #1TVSPORT
გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება #1TVSPORT

გურამ ქუთათელაძე UFC-ის და ოქტაგონს უბრუნდება, – ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ „ქართველი ვიკინგის“ იძულებითი პაუზა ტრავმებით იყო გამოწვეული და ბოლო ბრძოლა 2020 წლის ოქტომბერში გამართა.

„წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში სახლიდან, ოქტაგონიდან შორს ყოფნის, მუხლზე ოპერაციისა და ნეკნის ტრავმით გამოწვეული რვათვიანი პაუზის, პლუს აშშ-ის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ტრავმებისგან განვიკურნე და ვიზის მიღების პროცესიც კარგი მიმართულებით მიდის.

მადლობა ღმერთს, ყველაფერი მისი ნებაა. ვუბრუნდები ბრძოლისთვის მოსამზადებელ ვარჯიშებს და უახლოეს მომავალში ოქტაგონზე გავალ. მადლობა მხარდაჭერისთვის“, – წერს გურამ ქუთათელაძე.